Saturday, October 29, 2011

ბლოგის შესახებ

მოგესალმებით,

რამდენიმე სიტყვით გაგაცნობთ ბლოგს. მისი მიზანია საშუალება მისცეს დარგის პროფესიონალებს გაგვიზიარონ კინოწარმოების სხვადასხვა ასპექტში მიღებული გამოცდილება. ასევე გვსურს განვიხილოთ თანამედროვე კინოწარმოებაში არსებული გადასაჭრელი საკითხები.

ვიანდაინ ქართული კინო მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „გამოცოცხლების“ გზას დაადგა და დინამიურად ვითარდება, ვფიქრობთ ამ გარდამავალი ეტაპის დროს არჩეული გეზი და მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს მომავალი ქართული კინოს სახეს.

ბლოგი შეეცდება მოკრძალებული წვლილი შეიტანოს თანამედროვე ქართული კინოს განვითარებაში, კინოგანათლებასა და კვლევაში.

ძირითადი რუბრიკები შეეხება კინოწარმოების სხვადასხვა ეტაპის შემოქმედებით, ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო კო-პროდუქციას, დაფინანსების წყაროებს და დისტრიბუციის შესაძლებლობებს.

სტატიის გამოქვეყნების სურვილის შემთხვევაში, გთხვოთ მოგვწეროთ მისამართზე blog-at-gfmstudio.com  რედაქციას შეუძლია შემოგთავაზოთ სტატიის ფორმატის სახელმძღვანელო.

ასევე შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ არაფორმალური წერილების სახით, ან სტატიებზე კომენტარით.

პროექტი GFM Studio-ს და კინოორგანიზაცია GFM Filmbridge-ის ინიციატივაა.

No comments:

Post a Comment